„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ეჭვი გამოთქვა იმაზე, რომ შეძლებს რომის „მასტერში“ მონაწილეობის მიღებას. უფრო ადრე მან განაცხადი გამოიტანა მადრიდის „მასტერსიდან“, რის მიზეზადაც ტრავმა დაასახელა.
„ტრავმა მაქვს. იმედია, როლან გაროსისთვის მაინც ვიქნები მზად. ვმუშაობ იმისთვის, რომ ვითამაშო რომში, მაგრამ არაფრის პროგნოზირება არ შემიძლია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება აღდგენითი პროცესი. ყოველ შემთხვევაში, როლან გაროსისთვის მზად უნდა ვიყო“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ბოლოს ჯოკოვიჩი კორტზე ინდიან უელსის „მასტერსზე“ ვიხილეთ, სადაც მან მერვედფინალი წააგო ბრიტანელ ჯეკ დრეიპერთან. ამის შემდეგ სერბმა გამოტოვა მაიამის, მონტე კარლოსა და მადრიდის „მასტერსები“.