ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც, მინიმუმ, 100 მატჩი დიდი სლემის სამ ტურნირზე მოიგო #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც, მინიმუმ, 100 მატჩის მოგება დიდი სლემის სამ ტურნირზე მოახერხა.
2026 წლის პირველი დიდი სლემის შეჯიბრების, ავსტრალიის ღია პირველობის საწყის წრეში ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა პედრო მარტინესი სამ სეტში – 6:2, 6:2, 6:2 დაამარცხა – ეს გამარჯვება კი მისთვის ავსტრალიაში მე-100 იყო.
38 წლის სერბმა მანამდე 100 თამაშის მოგება როლან გაროსსა და უიმბლდონზე შეძლო, ხოლო ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც დიდი სლემის ორ ტურნირზე ჰქონდა, მინიმუმ, 100 მატჩი მოგებული.
ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა 10-ჯერ გაიმარჯვა, რაც ასევე რეკორდია. წელს ის ტურნირზე 21-ედ ასპარეზობს.