ფრანგული გამოცემა – მოურინიო „რეალის“ დირექტორატს კვარაცხელიას დამატებაზე დათანხმდა, თუმცა „პარი სენ-ჟერმენი“ მის გაშვებას არ აპირებს #1TVSPORT

19:20, 08.06.2026

„მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები ხმაურიან ტრანსფერს ელოდებიან იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩეულმა ფლორენტინო პერესი „გალაქტიკოს“ ქომაგებს 150 მილიონ ევროდ შეფასებული მოთამაშის დამატებას შეჰპირდა“, – წერს ფრანგული გამოცემა Foot01.

ესპანურმა პრესამ სწრაფად გაამხილა ამ ფეხბურთელის სახელი – მაიკლ ოლისე. მაგრამ „რეალი“ მის ალტერნატივად ხვიჩა კვარაცხელიას 150-მილიონიან გარიგებასაც განიხილავს. „ბაიერნი“ ოლისეს გაშვებას კოლოსალური შეთავაზების შემთხვევაშიც არ აპირებს.

25 წლის კვარაცხელიამ საფრანგეთის დედაქალაქში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, დიდ შეხვედრებშიც გამორჩეულია და დაცვაშიც კარგად თამაშობს. ამიტომაა ძალიან მიმზიდველი ჟოზე მოურინიოსთვის, რომელიც ქართველის კანდიდატურას „რეალის“ დირექტორთა საბჭოში მაშინვე დაsთანხმდა.

თუმცა, კვარაცხელიას გაშვებას „პარი სენ-ჟერმენში“ არ აპირებენ, რადგან იციან, რომ ქართველი გუნდისთვის შეუცვლელია. ტრანსფერზე გავლენის მოხდენის ერთადერთი ფაქტორი იქნება, თუ კვარაცხელია კლუბის დატოვების სურვილს თავად გამოთქვამს“.

მსგავსი