კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,15 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,15 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,03 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,55 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 617 პირს დაუდასტურდა, 869 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.