კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,92 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,92 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,66 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,6 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 848 პირს დაუდასტურდა, 1 231პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.