კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,65 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,65 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,21 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 398 პირს დაუდასტურდა, 1 164 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.