კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,48 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,48 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,76 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,19 პროცენტი.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 909 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.