კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,37 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,37 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,38 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,55 პროცენტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.