კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,18 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,18 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,57 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,11 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 071 პირს დაუდასტურდა, 680 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.