კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,05 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,05 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,56 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,11 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 576 პირს დაუდასტურდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.