კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,89 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,89 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 4,64 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,47 პროცენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 108 შემთხვევა გამოვლინდა, 714 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შვიდი კი გარდაიცვალა.