კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,72 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,72 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,26 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,85 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 562 პირს, 1 490 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.