კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,09 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,09 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,42 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,74 პროცენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 964 შემთხვევა გამოვლინდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რვა კი გარდაიცვალა.