კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,98 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,98 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,65 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 3 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 832 პირს დაუდასტურდა, 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.