კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,97 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,97 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,28 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,53 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 986 პირს დაუდასტურდა, 590 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.