კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,92 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,92 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,81 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 023 პირს დაუდასტურდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.