კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,91 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,91 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,16 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 833 პირს დაუდასტურდა, 1 205 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.