კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,8 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,8 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,12 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 954 პირს დაუდასტურდა, 896 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.