კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,8 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,8 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,41 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 360 პირს დაუდასტურდა, 1 195 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.