კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,71 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,71 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,74 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,3 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 233 პირს დაუდასტურდა, 1 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.