კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,62 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,62 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,46 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,46 პროცენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 769 შემთხვევა გამოვლინდა, 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.