კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,59 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,59 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,75 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 705 პირს დაუდასტურდა, 1 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.