კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,83 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,83 პროცენტს შეადგენს

​კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,83 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,61 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი.

საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.