კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,72 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,72 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,24 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი, გარდაიცვალა 12 პაციენტი.