კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,6 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,6 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,19 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,69 პროცენტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 298 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.