კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.63 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.63 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.19 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1.49.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი, გარდაიცვალა ათი ადამიანი.