კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,97 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,97 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,11 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 085 პირს დაუდასტურდა, 4 428 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 22 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 851 შემთხვევა გამოვლინდა, 5 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.