კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,51 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,09 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,09 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,51 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,94 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი, 42 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 22 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 155 შემთხვევა გამოვლინდა, 2 507 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.