კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,15 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,15 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,39 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 318 პირს დაუდასტურდა, 2 457 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 70 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 19 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 278 შემთხვევა გამოვლინდა, 4 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 გარდაიცვალა.