კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,41 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,28 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,28 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,41 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,5 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 2 100 პირს დაუდასტურდა, 2 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 30 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 097 შემთხვევა გამოვლინდა, 2 331 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.