კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,13 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,13 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,13 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,86 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 986 პირს დაუდასტურდა, 3 193 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 71 პაციენტი.

გუშინ, 26 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 661 შემთხვევა გამოვლინდა, 3 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 69 კი გარდაიცვალა.