კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,7 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 32,19 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,7 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 32,19 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 32,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 33,7 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 32,01 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 19 049 პირს დაუდასტურდა, 18 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 13 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 517 პაციენტი, გარდაიცვალა 21. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინვე განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, 14 თებერვლისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სრული მონაცემების ატვირთვა ვერ მოხერხდა, რის გამოც, დღეს გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს, როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებს.