კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 31,11 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 33,04 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 33,04 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 31,11 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 30,24 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 19 968 პირს დაუდასტურდა, 23 675 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 10 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 22 444 შემთხვევა გამოვლინდა, 13 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.