კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 26,5 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 22,1 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 20,58 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 26,5 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 17,88 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 17 066 პირს დაუდასტურდა, 5 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 27 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 17 484 შემთხვევა გამოვლინდა, 3 699 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.