ფორმულა 1 | ლუის ჰამილტონმა „ფერარისთან“ ერთად პირველ წარმატებას მიაღწია, ბრიტანელმა ჩინეთში სპრინტი მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1 | ლუის ჰამილტონმა „ფერარისთან“ ერთად პირველ წარმატებას მიაღწია, ბრიტანელმა ჩინეთში სპრინტი მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა თავის ახალ გუნდთან, „ფერარისთან“ ერთად პირველ წარმატებას მიაღწია – მან ჩინეთში სპრინტი მოიგო.

ჩინეთის გრან პრი 2025 წელს ერთ-ერთია, რომელიც სპრინტს უმასპინძლებს. 100-კილომეტრიანი რბოლა შაბათს, მთავარ რბოლამდე ერთი დღით ადრე ტარდება.

პარასკევს გამართული კვალიფიკაციის შემდეგ ჰამილტონი სპრინტს პირველი ადგილიდან იწყებდა, მეორე იყო – ფერსტაპენი („რედ ბული“), ხოლო მესამე – ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“).

იტალიური გუნდის პილოტმა უპირატესობა პირველივე წრეზე მოიპოვა და შემდეგ ის 19 წრის განმავლობაში შეინარჩუნა. რბოლის შუაში პიასტრიმ ფერსტაპენს გადაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მესამე პოზიციას დასჯერდა. სპრინტში ქულებს პირველ რვა ადგილზე გასული პილოტი იღებს.

აღნიშნული წარმატება ლუის ჰამილტონისთვის „ფერარის“ რიგებში პირველია. სეზონის პირველი რბოლა ავსტრალიაში მან მეათე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. ის „ფერარის“ „მერსედესში“ გატარებული 11 წლის შემდეგ შეუერთდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ექვსჯერ მოიპოვა.

ჩინეთის ეტაპის მთავარი მოვლენა, რბოლა ხვალ, 23 მარტს შედგება.

ჩინეთის გრან პრი – სპრინტი:

  1. ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 8 ქულა
  2. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 7 ქულა
  3. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 6 ქულა
  4. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 5 ქულა
  5. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 4 ქულა
  6. იუკი ცუნოდა („რეისინგ ბულსი“) – 3 ქულა
  7. ანდრეა კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 2 ქულა
  8. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 1 ქულა