ფორმულა 1 | კიმი ანტონელიმ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე რბოლა მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1 | კიმი ანტონელიმ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე რბოლა მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მორიგი ეტაპი მონრეალში გაიმართა და „მერსედესის“ 19 წლის იტალიელი პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ლუის ჰამილტონი გავიდა („ფერარი“), მესამეზე – მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“).

კვალიფიკაციაში უპირატესობა „მერსედესის“ პილოტს, ჯორჯ რასელს ჰქონდა, თუმცა რბოლის შუაში მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ახალგაზრდა იტალიელმა აღნიშნულით ისარგებლა, ლიდერი გახდა და უპირატესობა რბოლის ბოლომდე შეინარჩუნა.

19 წლის ანტონელიმ ზედიზედ მეოთხე ეტაპი მოიგო და 2026 წლის სეზონის ლიდერია.

კანადის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 18 ქულა

მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 15 ქულა

შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა

ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) – 10 ქულა

ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 8 ქულა

ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 6 ქულა

პიერ გასლი („ალპინი“) – 4 ქულა

კარლოს საინსი („ვილიამსი“) – 2 ქულა

ოლივერ ბერმანი („ჰაასი“) – 1 ქულა

ფორმულა 1 | 2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 131 ქულა
ჯორჯ რასელი („მარსედესი“) – 88 ქულა
შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 75 ქულა

ფორმულა 1-ის სეზონის შემდეგი ეტაპი მონაკოში შედგება – რბოლა 7 ივნისს ჩატარდება.