ფორმულა 1 | 19 წლის კიმი ანტონელიმ კარიერაში პირველი გრანპრი მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1 | 19 წლის კიმი ანტონელიმ კარიერაში პირველი გრანპრი მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მეორე ეტაპი ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა და „მერსედესის“ 19 წლის იტალიელი პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ჯორჯ რასელი გავიდა („მერსედესი“), მესამეზე – ლუის ჰამილტონი („ფერარი“).

კვალიფიკაციაში უპირატესობა „მერსედესის“ პილოტებს ჰქონდათ, თუმცა რბოლის დასაწყისში უკეთესად „ფერარის“ მრბოლელები გამოიყურებოდნენ.

პირველ წრეებში ლიდერობისთვის შარლ ლეკლერი, ჯორჯ რასელი, კიმი ანტონელი და ლუის ჰამილტონი იბრძოდნენ, მათ პოზიციები რამდენჯერმე გაცვალეს. რბოლის შუაში „მერსედესის“ წარმომადგენლებმა „ფერარის“ პილოტებს ტემპში აჯობეს და გალიდერდნენ.

ანტონელიმ რბოლის მანძილზე თანაგუნდელთან უპირატესობა ეტაპობრივად გაზარდა და კარიერაში პირველი ეტაპი მოიგო. ის მაქს ფერსტაპენის შემდეგ გახდა პირველი თინეიჯერი, რომელმაც ფორმულა 1-ში გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პოდიუმის მესამე ადგილზე ლუის ჰამილტონი დადგა – ეს მისთვის პირველი პოდიუმი იყო „ფერარის“ შემადგენლობაში, ხოლო კარიერაში – 203-ე.

ჩინეთის გრან პრიზე ქულები ასე განაწილდა:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 18 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 15 ქულა

შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა

ოლივერ ბერმანი („ჰაასი“) – 10 ქულა

პიერ გასლი („აპლინი“) – 8 ქულა

ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 6 ქულა

ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) – 4 ქულა

კარლოს საინსი („ვილიამსი“) – 2 ქულა

ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 1 ქულა

ფორმულა 1-ის სეზონის მესამე ეტაპი იაპონიაში 27-29 მარტს შედგება.