ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

10:17, 20.11.2026

დღეს ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა გაიმართება. გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქე. წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

წილისყრის შედეგად გამოვლინდება A ლიგის მეოთხედფინალური წყვილები, ასევე — A/B და B/C ლიგებს შორის აღზევება-დაქვეითებისთვის გასამართი რვა მატჩის წყვილები.

A/B და B/C ლიგებს შორის გადასასვლელ პლეი ოფში, უფრო მაღალი დივიზიონის წარმომადგენლები განთესილნი იქნებიან და მათ მეტოქეებად უფრო დაბალი დივიზიონის გუნდები შეხვდებიან. ამ დაპირისპირებების პირველ მატჩებს დაბალი დივიზიონის გუნდები უმასპინძლებენ. ანუ საქართველო ჯერ სტუმრად ითამაშებს და მეორე მატჩს შინ ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B2 ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონისთვის B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში ითამაშებს. პირველი მატჩები 2027 წლის 25-27 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხოები — 28-30 მარტს.

მსგავსი