ნონა გაფრინდაშვილი – სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი 

12:33, 20.11.2026

ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა საქართველოს სპორტის მინისტრმა მიულოცა. ქართველმა მოჭადრაკემ სერბეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა +75 ასაკობრივ კატეგორიაში იზეიმა. ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11-იდან შვიდი ქულა მოაგროვა და სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა. სერბეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე 65 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ.

მსგავსი