„ტრანსფერმარკტზე“ გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტზე“ გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო ფასები გაიზარდა, რაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამურ ღირებულებაზეც აისახა – ასეთია ვებგვერდ „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემები.

მიქაუტაძის ფასი 28 მილიონი ევრო იყო. ესპანეთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის წარმატებული თამაშის (13 გოლი, 6 საგოლე გადაცემა) შემდეგ მისი ფასი 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მეცში“ გიორგი წიტაიშვილმა (3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა) თავი საიმედო თამაშით გამოიჩინა და მის გრაფაში ამჟამად, 2,5 მილიონი ევროს ნაცვლად, 3 მილიონი ევროა მითითებული.

Transfermarkt-ის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ჯამურმა ღირებულებამ რეკორდულ 258.10 მილიონ ევროს მიაღწია და, შედეგად, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ნაკრებებს შორის „ჯვაროსნები“ 27-ე ადგილზე არიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 90 მილიონი ევროდან 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა.