ფორმულა 1 | კიმი ანტონელი ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, რომელმაც მონაკოს გრანპრი მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1 | კიმი ანტონელი ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, რომელმაც მონაკოს გრანპრი მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მეექვსე რბოლა „მერსედესის“ პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. 19 წლის იტალიელი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც მონაკოში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

რბოლაში მეორე ადგილი ლუის ჰამილტონამ („ფერარი“) დაიკავა, ხოლო მესამეზე „რედ ბულის“ წარმომადგენელი ისაკ ჰაჯარი გავიდა.

ანტონელი მონტე კარლოს ქუჩებში ასპარეზობას პირველი ადგილიდან იწყებდა და მას ლიდერობა არცერთი წუთით დაუთმია. ჰამილტონმა კი სტარტზე მაქს ფერსტაპენის პრობლემებით ისარგებლა და მეორე ადგილზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ რბოლის დასრულება ვერ მოახერხა „ფერარის“ მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა, ხოლო ჯორჯ რასელი („მერსედესი“) მე-14 ადგილზე გავიდა.

შედეგად, კიმი ანტონელიმ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთე რბოლა მოიგო და ამ მაჩვენებლით სწორედ ლუის ჰამილტონის რეკორდი გაიმეორა. ის მიმდინარე სეზონს დამაჯერებლად ლიდერობს.

მონაკოს გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 18 ქულა

ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) – 15 ქულა

ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 12 ქულა

ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 10 ქულა

არვიდ ლინბლადი („რეისინგ ბულსი“) – 8 ქულა

პიერ გასლი („ალპინი“) – 6 ქულა

ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 4 ქულა

ესტებან ოკონი („ჰაასი“) – 2 ქულა

სერხიო პერესი („კადილაკი“) – 1 ქულა

ფორმულა 1 | 2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 156 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 90 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 88 ქულა

ფორმულა 1-ის სეზონის შემდეგი ეტაპი ბარსელონაში შედგება – რბოლა 14 ივნისს ჩატარდება.