De Telegraaf-ის ცნობით, მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-დან წასვლას განიხილავს #1TVSPORT
De Telegraaf-ის ცნობით, მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-დან წასვლას განიხილავს #1TVSPORT

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი, შესაძლოა, ფორმულა 1-დან წავიდეს. De Telegraaf-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი პილოტი თავის სპორტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა და კარიერის ნაადრევად დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს.

იაპონიის გრანპრიზე დაკავებული მერვე პოზიციის შემდეგ „რედ ბულის“ პილოტმა ბრიტანულ მედიასთან გულახდილად ისაუბრა. ფერსტაპენის თქმით, ის სპორტისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, არსებობს რეალური შანსი, რომ მან ავტოსპორტის ელიტა 2026 წლის სეზონის ბოლოსვე დატოვოს.

უკმაყოფილების მთავარ მიზეზად ფორმულა 1-ის ახალი რეგულაციები და ზედმეტად გადატვირთული კალენდარი სახელდება. ფერსტაპენი ღიად აკრიტიკებს არსებულ გრაფიკს – მისი აზრით, წელიწადში 24 რბოლის გამართვა ძალიან დიდი დატვირთვაა. პილოტი სვამს კითხვას, უღირს თუ არა ეს ყველაფერი იმ დროის ფასად, რომელსაც ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად გაატარებდა?

გამოცემა De Telegraaf-ი აღნიშნავს, რომ სპორტსმენისთვის წინ „კრიტიკული კვირებია“. ახლო აღმოსავლეთში გასამართი რბოლების გაუქმების გამო ერთთვიანი პაუზა იქნება, რაც ფერსტაპენისთვის საკუთარ მომავალზე მშვიდად დასაფიქრებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იდეალური დრო იქნება.

28 წლის ფერსტაპენი „რედ ბულთან“ ერთად მსოფლიო ჩემპიონი 2021, 2022, 2023 და 2024 წლებში გახდა.