მსოფლიო ჩემპიონატის სტარტამდე 5 დღით ადრე მბაპემ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიში ვერ დაასრულა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის სტარტამდე 5 დღით ადრე მბაპემ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიში ვერ დაასრულა #1TVSPORT

მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ ვადაზე ადრე დაასრულა ეროვნული გუნდის ვარჯიში და მარტომ დატოვა მოედანი.

წყაროს ცნობით, მბაპემ ვარჯიშის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლო. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საფრანგეთის ნაკრებს 8 ივნისს ბოლო ამხანაგური მატჩი აქვს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ, რომელშიც მბაპემ, შეიძლება, ვერ ითამაშოს და დაისვენოს.

ჯგუფურ ეტაპზე დიდიე დეშამის გუნდი სენეგალს, ნორვეგიასა და ერაყს შეხვდება. პირველი მატჩი საფრანგეთს 16 ივნისს სენეგალის ნაკრების წინააღმდეგ ექნება.