შეუძლია თუ არა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური 29 ნოემბერს გაინაღდოს #1TVSPORT

03:15, 27.11.2026
გიორგი ზურაბიანის ფოტო

გიორგი ზურაბიანის ფოტო

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი 2027 წელს კატარში გაიმართება. მასში, დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას – საბერძნეთში მოგებით (92:88) ჩვენი გუნდი მუნდიალს ძალიან მიუახლოვდა.

მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე სამი ტური რჩება. შეუძლია თუ არა საქართველოს 29 ნოემბერს პორტუგალიასთან მოგებით გაინაღდოს კატარის საგზური?

პასუხისთვის საჭიროა სატურნირო ცხრილს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი: საქართველოს, უკრაინასა და ესპანეთს 6-6 მოგება აქვთ. ხუთი გამარჯვებით ჯგუფში მეოთხე ადგილს პორტუგალია იკავებს. ეს გუნდი 29 ნოემბერს საქართველოს ეთამაშება. თუ „ჯვაროსნები“ მოიგებენ, პორტუგალიას ორი მოგებით გაასწრებენ და მეტოქე ვერც ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგით გაგვითანაბრდება (პირველი მატჩი საქართველოს აქვს მოგებული). ფინალურ ეტაპზე სამი საუკეთესო გადის.

საბერძნეთს ოთხი მოგება აქვს და 29-ში ესპანეთს ეთამაშება. წაგების შემთხვევაში ელინები პრაქტიკულად დაკარგავენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს. ასევე ოთხმოგებიანი მონტენეგრო უკრაინას სტუმრად ეთამაშება და თუ მანაც წააგო, ისიც ეთიშება მსოფლიოს საგზურისთვის ბრძოლას.

მოკლედ, მომდევნო ტურში საქართველომ, ესპანეთმა და უკრაინამ რომ მოიგონ, სამივე მათგანი მუნდიალისთვის მზადებას უნდა შეუდგეს. თუმცა არის ერთი ნიუანსი: პორტუგალიას საქართველოსთან წაგების შემთხვევაში 5 მოგება დარჩება, თებერვლის ფანჯარაში კი ეთამაშება უკრაინასა და ესპანეთს, რომლებთანაც პირველი მატჩები მოგებული აქვს. ასე რომ, არის თეორიული ალბათობა, ორივე მოიგოს და თუ ზემოთ ჩამოთვლილი გუნდებიდან ერთი, პლუს საქართველო ორივე მატჩში დამარცხდება, სამ გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდება და დაითვლება ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული მოგებები, შემდეგ – ჩაგდებულ-მიღებული ქულების სხვაობა.

საქართველო, ესპანეთი და უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ 29 ნოემბრის ტურში ფინალური ეტაპის საგზურს ოფიციალურად ვერ გაინაღდებენ. ყველაფერი თებერვლის ფანჯარაში გაირკვევა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    ესპანეთი ესპანეთი
    9
    6
    0
    3
    122
    15
  • 2
    უკრაინა უკრაინა
    9
    6
    0
    3
    55
    15
  • 3
    საქართველო საქართველო
    9
    6
    0
    3
    27
    15
  • 4
    პორტუგალია პორტუგალია
    9
    5
    0
    4
    39
    14
  • 5
    საბერძნეთი საბერძნეთი
    9
    4
    0
    5
    17
    13
  • 6
    მონტენეგრო მონტენეგრო
    9
    4
    0
    5
    -90
    13

26 ნოემბერი

საბერძნეთი – საქართველო 88:92

პორტუგალია – უკრაინა 95:90

მონტენეგრო – ესპანეთი 62:93

29 ნოემბერი

ესპანეთი – საბერძნეთი

უკრაინა – მონტენეგრო

საქართველო – პორტუგალია

26 თებერვალი

პორტუგალია – ესპანეთი

საბერძნეთი – უკრაინა

მონტენეგრო – საქართველო

პირველი მარტი

ესპანეთი – მონტენეგრო

უკრაინა – პორტუგალია

საქართველო – საბერძნეთი

მსგავსი