ალექსანდარ ჯიკიჩი – ასეთ ბიჭებთან მუშაობა ძალიან იოლია #1TVSPORT

01:13, 27.11.2026

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი 92:88 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ვრცლად ისაუბრა.

„ვულოცავ ყველას, ვინც საბერძნეთში ჩამოვიდა და გვქომაგობდა. დამიჯერეთ, ტრიბუნაზე ერთი კაცსაც რომ ვხედავთ საქართველოს დროშით, ძალიან გვიხარია.

მოვიგეთ თამაში, რომელშიც მეტოქეს 24 შეტევითი მოხსნა ჰქონდა. ურთულესი თამაში იყო. საბერძნეთი ძირითადი დროის ბოლოს გადარჩა, ჩვენ – ოვერტაიმის ბოლოს.

თოკოს შესახებ. არ ვიცი, რა ვთქვა. ყველაფერს ვიყენებდით ტაიმაუტს, ვიდეოგამეორებებს, რომ მას ენერგია ცოტა მაინც დაეზოგა. წინა დღეს „დუბაის“ შემადგენლობაში 22 წუთი ითამაშა, ახლა – 44, ერთ მომენტში მხოლოდ იმიტომ დაისვენა, რომ ტრავმა მიიღო.

ასეთ ბიჭებთან მუშაობა ძალიან იოლია, ამ ბიჭებისთვის კი საქმე იოლია იმიტომ, რომ ასეთი კაპიტანი ჰყავთ.

პორტუგალიასთან მატჩს რაც შეეხება, ჯერ უნდა გავიდე გასახდელში და ვნახო, რამდენი ჯანმრთელი კალათბურთელი დაგვრჩა. თუმცა ძალიან ძლიერი ექიმთა შტაბი გვყავს და მჯერა, რომ კიდევ ერთხელ ჩაიდენენ ჯადოქრობას.

პორტუგალია კი ის გუნდია, რომელმაც საბერძნეთს მოუგო. ამით ყველაფერია ნათქვამი“.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    ესპანეთი ესპანეთი
    9
    6
    0
    3
    122
    15
  • 2
    უკრაინა უკრაინა
    9
    6
    0
    3
    55
    15
  • 3
    საქართველო საქართველო
    9
    6
    0
    3
    27
    15
  • 4
    პორტუგალია პორტუგალია
    9
    5
    0
    4
    39
    14
  • 5
    საბერძნეთი საბერძნეთი
    9
    4
    0
    5
    17
    13
  • 6
    მონტენეგრო მონტენეგრო
    9
    4
    0
    5
    -90
    13

მსგავსი