„იბერიას“ გამარჯვება „ხეტაფესთან“

12:04, 27.11.2026

თბილისის „იბერიამ“კონფერენსლიგის მეოთხე ტურში ესპანურ „ხეტაფეს“ უმასპინძლა, მეტოქე 1:0 დაამარცხა და ტურნირზე პირველი სამი ქულის მოპოვება შეძლო. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. ნიკა სიხარულაშვილის გადაცემით, „ხეტაფეს“ გიორგი ქობულაძემ გაუტანა.

„იბერია“ პირველი ქართული გუნდია, რომელმაც უეფა-ს ტურნირის ძირითად ეტაპზე გაიმარჯვა. თბილისელები კონფერენსლიგის შემდეგ შეხვედრას სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ 10 დეკემბერს, თბილისში გამართავენ.

მსგავსი