ფრენბურთი | საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა გუნდებმა ევროპის ლიგაზე ორი მატჩი გამართეს #1TVSPORT
საქართველოს ქალ და მამაკაც ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრებები ევროპის ლიგის გათამაშებაში მონაწილეობენ.
მამაკაცთა ნაკრებმა პირველი მატჩი ისრალეთან გამართა, მეორე შეხვედრაში კი ხორვატიის გუნდს დაუპირისპირდა და ორივე ერთნაირი ანგარიშით – 0:3 დათმო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
სანდრო ნაცვლიშვილი, მანუჩარ დეკანაძე, აბუსერ აბუსერიძე, ცოტნე ჩომახიძე, საბა სიბაშვილი, ალექსანდრე ქაჩიბაია, თორნიკე კამკამიძე, დავით ლაზარაშვილი, მათე თევდორაძე, ალექსი ზაქაიძე, მამუკა ჭახნაკია, გიორგი ბურდული, დავით გუმბერიძე, როინ ძნელაძე.
12-14 ივნისს ქართველი ფრენბურთელები ნიდერლანდებსა და სლოვაკეთს შეხვდებიან, 19-21 ივნისს კი – ესპანეთსა და ჩეხეთს.

ევროპის ლიგის გათამაშებაში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმაც ორი მატჩი გამართა – სლოვენიასთან 0:3, მონტენეგროსთან კი 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მარიამ გაფრინდაშვილი, ანა თევდორაძე, მელანია კაციტაძე, მარიამ ბერიაშვილი, ქეთევან ბლუაშვილი, მაგდა კობაიძე, მარიამ ფაჩულია, მართა ლორთქიფანიძე, თინათინ ჟღენტი, მარიამ მუშკუდიანი, ანა ჯანხოთელი, ლიზი-ირინე ლობჟანიძე, კესო ნარიმანიძე.
საქართველოს ქალთა ნაკრები 12-14 ივნისს – შვეიცარიასა და ავსტრიას, 19-21 ივნისს კი ბოსნიასა და სლოვაკეთს შეხვდება.