ფორმულა 1 | კიმი ანტონელიმ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1 | კიმი ანტონელიმ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მორიგი ეტაპი მაიამიში გაიმართა და „მერსედესის“ 19 წლის იტალიელი პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ლანდო ნორისი გავიდა („მაკლარენი“), მესამეზე – ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“).

კვალიფიკაციაში უპირატესობა „მერსედესის“ პილოტს ჰქონდა, თუმცა რბოლის დასაწყისში უკეთესად ლანდო ნორისი გამოიყურებოდა.

ახალგაზრდა იტალიელმა უპირატესობის დაბრუნება რბოლის შუა ნაწილში, პიტსტოპის შემდეგ მოახერხა და ბოლომდე აღარ დაუთმია.

19 წლის ანტონელიმ ზედიზედ მესამე ეტაპი მოიგო და 2026 წლის სეზონის ლიდერია.

მაიამის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა

ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 18 ქულა

ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 15 ქულა

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 12 ქულა

მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 10 ქულა

შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 8 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 6 ქულა

ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 4 ქულა

კარლოს საინსი („ვილიამსი“) – 2 ქულა

ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 1 ქულა

ფორმულა 1 | 2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 100 ქულა
ჯორჯ რასელი („მარსედესი“) – 80 ქულა
შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 63 ქულა

ფორმულა 1-ის სეზონის შემდეგი ეტაპი კანადაში შედგება – რბოლა 25 მაისს ჩატარდება.