ფორმულა 1-ის ლეგენდამ მძარცველების თავდასხმის შედეგად თავის ტრავმა მიიღო #1TVSPORT
ფორმულა 1-ის ლეგენდამ მძარცველების თავდასხმის შედეგად თავის ტრავმა მიიღო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი შვეიცარიაში თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ლეგენდარული ფრანგი პილოტის სახლში მძარცველები შეიჭრნენ და 71 წლის პროსტს თავში ჩაარტყეს, რის შემდეგაც მისი ოჯახის წევრები აიძულეს, სეიფი გაეხსნათ და სახლში არსებული ყველა ღირებული ნივთი თავდამსხმელებისთვის გადაეცათ.

როგორც შვეიცარიული გამოცემა Blick-ი წერს, ინციდენტი ქალაქ ნიონში 19 მაისს მოხდა. ახლა პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

გასული წლის მონაცემებით, ალენ პროსტის ქონება 150 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ფრანგი ფორმულა 1-ის ჩემპიონი 1985, 1986, 1989 და 1993 წლებში ხდებოდა.