აპრილში ფორმულა 1-ის ორი ეტაპი გაუქმდება (BBC) #1TVSPORT
აპრილში ფორმულა 1-ის ორი ეტაპი გაუქმდება (BBC) #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ეტაპები ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში, რომლებიც აპრილშია დაგეგმილი, არ გაიმართება ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გამო. ამის შესახებ იტყობინება BBC Sport-ი.

ელოდებიან, რომ ოფიციალურ გადაწყვეტილებას რბოლების გაუქმების შესახებ უახლოესი უქმეების ბოლოს მიიღებენ. ამ ორი ეტაპის შეცვლა არ იგეგმება და 2026 წლის სეზონის კალენდარი 22 რბოლამდე შემცირდება. ფორმულა 1-ის ფინანსური დანაკარგი 132 მილიონ დოლარს მიაღწევს, რადგან ბაჰრეინი და საუდის არაბეთი ყველაზე დიდ თანხებს იხდიან გრანრპის მასპინძლობისთვის.

ბაჰრეინის გრანპრი 12 აპრილს უნდა გამართულიყო, საუდის არაბეთის გრანპრი – 17 აპრილს. ამ ორი რბოლის გაუქმების გამო პილოტებს ხუთკვირიანი პაუზა ექნებათ – იაპონიის გრანპრიდან (29 მარტი) მაიამის გრანპრიმდე (3 მაისი).